
სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი სისტემების მოწყობა მიმდინარეობს
2019-10-31
წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობას აგრძელებს. ამჯერად, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მუჟავაში არსებული წყლის მილი ამორტიზებულია, მოძველებული ქსელის გამო ხშირია წყლის დანაკარგები.
სამუშაოები ითვალისწინებს 3 კმ-მდე მანძილზე არსებული ამორტიზებული ქსელის ახალი მილებით ჩანაცვლებას, შემცირდება წყლის დანაკარგები.
პროექტის განხორციელებას 1, 078, 401 ლარი მოხმარდება. სამუშაოები 2020 წლის თებერვალში დასრულდება.