ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყლის სისტემის ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა


2019-10-25

ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში 15 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ძველი მაგისტრალური მილსადენი ახალი ქსელით იცვლება.

უკვე შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა , ეკატერინე გალდავამ ადგილზე დაათვალიერა.  

ქ. აბაშისა და მიმდებარე სოფლების არსებული მაგისტრალური მილსადენი   ამორტიზებულია და წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს. სიძველის გამო ხშირია დაზიანებები.

სამუშაოები ასევე ითვალისწინებს წყლის არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასა და მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. პროექტის დასრულების შედეგად, ადგილობრივები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყლის განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

აბაშის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს სრულდება. სამუშაოებს 12 მილიონი ლარი მოხმარდება.




სიახლეები