წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია ქუთაისში


2014-11-09

ქუთაისში მცხოვრები 14 .000 ოჯახი სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს, 36.000 ოჯახისთვის კი წყლის მიწოდების გრაფიკი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. აღნიშნულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად, პირადად გაეცნო. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია.

პროექტის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 3 ახალი რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. კლდიაშვილის რეზერვუართან სატუმბი სადგურის და ახალი 52 მეტრიანი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მოწყობა ხორციელდება. 
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიმდინარე წელს ქუთაისში მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა, რომლის შედეგად ქალაქში წყლის დანაკარგები შემცირდა და ხარისხი გაუმჯობესდა. პროექტის ფარგლებში მოხდა წყალშემკრები რეზერვუარების რეაბილიტაციაც. 
მალე, 24 საათიანი წყალმომარაგებით მთელი საქართველოს მასშტაბით 300.000 ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს, ხოლო გაუმჯობესებული გრაფიკით წყალს 48 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100.000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.
 




სიახლეები