ეკატერინე გალდავამ უნგრეთში გამართულ წყლის მსოფლიო სამიტზე მიიღო მონაწილეობა


2019-10-18

უნგრეთის პრეზიდენტის, იანოშ ადერის პატრონაჟით უნგრეთმა  „ბუდაპეშტი წყლის სამიტი 2019“-ს მესამედ უმასპინძლა, სადაც  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა იყო მიწვეული.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის დირექტორი წყლის თემატიკაზე მიძღვნილ კონფერენციებს დაესწრო და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სამდღიანი კონფერენცია  წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე გამოწვევებს მიეძღვნა, სადაც წყლის სექტორის 2 000- ზე მეტმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა სფეროში არსებულ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელა. ასევე, მონაწილე ქვეყნებმა, 2013-2016 წლებში წარმატებით ჩატარებულ სამიტის შედეგებზე დაყრდნობითა და რეკომენდაციებით, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის წყლის დაცვის პრევენცია  და კონტროლის აუცილებლობა.

ბუდაპეშტის წყლის მსოფლიო სამიტი  პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ბიზნესისა და ფინანსების სექტორების, ასევე აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებს  სთავაზობს პლატფორმას განიხილონ წყლის უსაფრთხო სამყაროსთან მიახლოების გამომწვევი მიზეზები.

 




სიახლეები