კომპანიის თანამშრომლები სემინარზე მიიწვიეს


2014-10-17

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისპროექტი - ”გენდერის სამოქმედო გეგმა”, ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად დასახელდაპროექტის ავტორები მიიწვიეს შვედეთში,  Sida (Swedish International Development Cooperation Agency)-სა და ICD (International Centre for Local Democracy)-ის ორგანიზებით გამართულ ტრენინგ პროგრამაზე. ტრეინინგში რომელიც დემოკრატიის, სოციალური მდგრადობის და გენდერული თანასწორობის  საკითხებს მოიცავდა, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისწარმომადგენლებთან ერთად, ასევე მონაწილეობა მიიღეს  არასამთვარობო ორგანიზაციებმა და სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლებმა, კავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. შვედეთში  მიღებული  გამოცდილება, რომელიც დაეხმარება კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელებაში და ქალთა წყალმომარაგების პროექტებში მეტი ჩართულობის პოპულარიზაციაში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს საგანგებოდ მომზადებულ სემინარზე  სხვა თანამშრომლებსაც გაუზიარეს.




სიახლეები