აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები იწყება


2019-10-11

საკურორტო ზონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ამჯერად, აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მეორე  ეტაპის სამუშაოებს იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპანიის - შპს „ ჯი პი სი“-ს წარმომადგენელმა, ნუგზარ რობაქიძემ მოაწერეს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ამ ეტაპზე, აბასთუმანში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. სამუშაოები ითვალისწინებს ამორტიზებული ფოლადის მილების ახლით ჩანაცვლებას, მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა და წყალმომარაგების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს. დაგეგმილია მომხმარებლების გამრიცხველიანება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტის დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ. პროექტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ  ლარამდეა გამოყოფილი.




სიახლეები