წყალმომარაგების კომპანიამ გურჯაანში მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია დაიწყო


2014-10-02

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ გურჯაანში მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება 3, 5 მილიონ ლარამდეა და ის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. 
სახელმწიფო ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია „სპეცჰიდფრომშენი“, სწორედ ის ჩაატარებს გურჯაანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც პროექტის მიხედვით 2016 წელს უნდა დასრულდეს. 
გურჯაანში იგეგმება დაახლოებით 14,5 კმ. სიგრძის მაგისტრალურ ქსელის რეაბილიტაცია, სამუშაოებზე 200 მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გურჯაანის წყალმომარაგება, შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება წყლის ხარისხი. მოსახლეობის 100% უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით.




სიახლეები