კომპანიამ ახალი სპეცტექნიკა შეიძინა


2014-09-30

”საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ”, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ევროპული სტანდარტების 9 ეკსკავატორი შეიძინა. ეკსკავატორები რეგიონებში გადანაწილდება და ხელს შეუწყობს წყლის და წყალარინების დროული რეაბილიტაციას, ასევე საავარიო, აღდგენითი სამუშაოების ოპერატიულად და ხარისხიანად განხორციელებას. სპეცტექნიკის შეძენა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე განხორციელდა, რომელშიც კომპანია ”თეგეტა მოტორსმა” გაიმარჯვა.




სიახლეები