ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, კომპანიის თანამშრომლებმა, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან ერთად მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართეს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა, ნინო ჩხომაძემ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) წარმომადგენელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.
მოსახლეობის დაუდევრობის გამო, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნება ვერ ხერხდება. მონასტერი ტურისტების დიდი იტერესის საგანს წარმოადგენს, მის ირგვლივ კი მიმოფანტულია პოლიეთილენის ბოთლები, პარკები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია გაწმინდეს, ნარჩენები შეაგროვეს და ნაგავსაყრელზე გადაიტანეს.