ქ. ონის წყალმომარეგების გაუმჯობესების პროექტი


2014-08-15

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემ ონში, წყალმომარაგების დასრულებული  სამშენებლო - სარეაბლიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და დაგეგმილ პროექტზეც ისაუბრეს. 

ქალაქ ონში საფილტრი სადგურის არ არსებობის გამო, წყლის ამღვრევის პერიოდში ხშირი იყო შეფერხებები და გართულებული გახლდათ როგორც მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგება, ასევე სასმელი წყლის ხარისხის შენარჩუნება.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” , ქალაქ ონში განახორციელა ინფრასტრუქტურული  პროექტი, რომლის შედეგად ონის მოსახლეობა 24 საათიანი გრაფიკით, სტაბილურად მომარაგდება მაღალ ხარისხიანი სასმელი წყლით.

პროექტი USAID - ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა.

პროექტის ფარგლებში  აშენდა 1000მ - მოცულობის სამარაგო რეზერვუარი, საფილტრი სადგური და საქლორატორო.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წელს  28 ქალაქის პროგრამით, ონში კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება მაგისტრალური მილსადენი, სათავე ნაგებობიდან ქალაქ ონამდე, ასევე მოხდება ჩამკეტ - მარეგულირებელი არმატურის რეაბილიტაცია და მოეწყობა წყალსადენის ქსელი. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება და მისი ღირებულება იქნება 700, 000 ლარამდე.   




სიახლეები