წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები გრძელდება


2014-08-13

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა,  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი კობერიძემ და იმერეთში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა წყალტუბოსა და ქუთაისში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო პროექტები დაათვალიერეს.

წყალტუბოში წლების განმავლობაში წყალმომარაგების პრობლემა იყო,   მოსახლეობას წყალი დღეში 3-4 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. ტუმბო აგრეგატების და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელების ხანდაზმულობის გამო ხშირი იყო ავარიები, რაც იწვევდა წყალმომარაგების რეჟიმის ხშირ შეფერხებას.  „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ და ”საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა” წყალტუბოში განახორციელა სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული  პროექტი, რის შედეგადაც წყალტუბოში წყალმომარაგება, ნაცვლად 3- 4 საათიანი გრაფიკისა გახდება მოსახლეობის 80% სასმელ წყალს  18 -20 საათით მიიღებს, ხოლო 20 %  12 -14 საათით.  პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5 მილიონამდე ლარია.

პროექტის ფარგლებში  განხორციელდა წყლის და კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაცია (ჭეიშვილი, სვანეთის დასახლება), მიწაწითელას სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია.  „გოზდაჩის“ რეზერვუარის რეაბილიტაცია, 2 ერთეული ახალი ტუმბო-აგრეგატის მონტაჟი. ყაზბეგის რეზერვუარის რეაბილიტაცია და ჭაბურღილებში 16 ცალი ახალი სიღრმული ტუმბოს მონტაჟი.

რაც შეეხება  ქალაქ ქუთაისს,  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს,  რომლის შედეგად მოხდება 14 000 ოჯახის სრული - 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 36 000 ოჯახისთვის წყლის გრაფიკის გაუმჯობესდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე 3 ახალი რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და თეთრამიწას დასახლებაში ახალი რეზერვუარების მშენებლობა. კლდიაშვილის რეზერვუართან სატუმბი სადგურის მშენებლობა, ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მოწყობა ,სიგრძით 52 კმ , ასევე დაახლოებით  40 000 მრიცხველის კვანძის მონტაჟი. პროექტი დასრულდება 2016 წელს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ამ წელს უკვე დაასრულა ქუთაისში ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შედეგად ქალაქში შემცირდა წყლის დანაკარგები  და გაუმჯობესდა წყლის ხარისხი. პროექტის ფარგლებში მოხდა წყალშემკრები რეზერვუარების რეაბილიტაციაც. 




სიახლეები