წყალმომარაგების კომპანია თანამშრომელთა გადამზადებას აგრძელებს


2014-07-28

 26-27 ივლისს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, კერძოდ ტრენინგი მოიცავდა ადმინისტრაციულ წარმოებასთან, სამართალდარღვევათა საქმის წარმოებასთან, საჯარო ინფორმაციასთან და სასამართლო სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ღონისძიება ჩაატარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრმა ნათია წკეპლაძემ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისთვის ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა. კომპანია ქვეყანაში ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია სადაც 2700 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. საზღვარგარეთიდან მოწვეული კვალიფიციური კადრების დახმარებით თანამშრომლები გადიან ტრენინგებს და სემინარებს. ხდება ტექნოლოგიებისა და ინფორმაციების გაცვლა.




სიახლეები