ექვსი თვის ანგარიშის წარდგენა


2014-07-12

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საზოგადოებასა და მედიას ბოლო 6 თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციაზე მინისტრმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, არჩილ ცაბუტაშვილთან ერთად კომპანიის ორი კვარტლის მუშაობის შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის ცნობით, წყალმომარაგების კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში განახორციელა და დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის პირველ ნახევარში საჯარო ინფრასტრუქტურაში უპრეცედენტო მოცულობის, 305 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა. აქედან:
წყალმომარაგების სექტორში - 23 მილიონი ლარი.
• აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსების ფარგლებში დასრულდა პროექტი ანაკლიასა და განმუხურში
• ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით (EIB) დასრულდა სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტები შემდეგ 6 ქალაქში: სურამი,ასპინძა,კასპი,სართიჭალა, ჭიათურა, ჩოხატაური;
• კომპანიის სახსრებით 10 ქალაქში დასრულდა და 6 ქალაქში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები;
• 19 ქალაქში გაუმჯობესდა სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი:-ქუთაისი,გორი,გურჯანი,ყვარელი,სიღნაღი,მარნეული,თეთრიწყარო,ფოთი,წყალტუბო,ვანი,მარტვილი,წალენჯიხა, ლენტეხი, ოზურგეთი,სართიჭალა ,ზესტაფონი, ქარელი, აგარა, კასპი
• გაუმჯობესდა სასმელი წყლის ხარისხი: ლანჩხუთში, ბაღდათში, ლაგოდეხში, თელავში, ცაგერში,სურამში და ტყიბულში.
• რეგიონებს 15 ახალი სპეც მანქანა ემსახურება;
• აშენდა წყალმომარაგების კომპანიის ზუგდიდის სერვის ცენტრი.
• 2014 წელს ხელი მოეწერა ევროპის საინვესტიციო ბანკის მეორე სესხის საპროექტო ხელშეკრულებას და 8 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას ევროკავშირთან;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამჭვირვალობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება რჩება. 2014 წელს IDFI საქართველომ სამინისტროს გამჭვირვალეობის 100 პროცენტიანი ქულა მიანიჭა




სიახლეები