შეხვედრა საგარეჯოს მოსახლეობასთან


2014-07-03

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორი, არჩილ ცაბუტაშვილი, საგარეჯოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და წყალმომარაგების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

მსოფლიოში სასმელი წყლის რესურსების შემცირების საერთო ტენდენციის ფონზე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით, შექმნილია ერთობლივი კომისია, რომელიც  ჰიდრო გეოლოგიურ პირობებს მთელი საქართველოს მასშტაბით იკვლევს. მისი მიზანია გამორიცხოს წყლის დებეტთან და ხარისხთან დაკავშირებული რისკები და მაქსიმალურად იქნას დაცული მოსახლეობის ინტერესები.

ერთობლივ კომისიაში ჩართულნი არიან: „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „საგარეჯოს მუნიციპალიტეტი“, „კანარგო ჯორჯიას“  წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ( ჰიდრო გეოლოგები).

შეხვედრაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა  საგარეჯოს მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს  24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი პროექტის შესახებ. აღნიშნული პროექტი 2016 წლს დასრულდება და მასში 6 მილიონამდე ლარის ინვესტირება განხორციელდება.




სიახლეები