წყალმომარაგების კომპანია "სახალისო სპორტისა და ფიზიკური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში" ჩაერთო


2014-06-23

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელბს ერთობლივ პროექტს "მხიარული სტარტები". 
პროექტი "სახალისო სპორტისა და ფიზიკური განათლების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და მასში ჩართულია სკოლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 

მხიარული სტარტების" მიზანია, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი შეჯიბრების მეშვეობით, მოზარდ თაობაში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდი თაობის ცნობიერებაში ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თვითრეალიზებაში დახმარება, მზრუნველობამოკლებული და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ,,მხიარული სტარტების" თამაშებში მონაწილეობის ხელშეწყობა და შესაბამისი პირობების მომზადება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია.

დღეს 2013–2014 წლების სეზონის ფინალური ტურნირი  გაიმართა. ფინალში მონაწილეობდა: ჩოხატაურის პირველი, მარნეულის მეექვსე, წეროვანის მესამე და თბილისის 26-ე საჯარო სკოლაების გუნდები.

 




სიახლეები