24 საათიანი წყალმომარაგება სურამში


2014-06-20

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა სურამში წყალმომარაგების დასრულებული პროექტი მოინახულეს.

სურამში მცხოვრებ 2200 ოჯახიდან სასმელი წყალი წლების განმავლობაში  არ მიეწოდებოდა 1000-მდე ოჯახს, ხოლო დარჩენილი 1200 ოჯახი სასმელ წყალს დღეგამოშვებით იღებდა. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ და ”საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა” სურამში განახორციელა სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი, რის შედეგადაც  დღეისათვის სურამში მოსახლეობას მიეწოდება ხარისხსიანი სასმელი წყალი 24 საათიან რეჟიმში. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5 მილიონამდე ლარია.

 პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური სოფ. ცხრამუხას ტერიტორიაზე· ნაწილობრივ რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა გამანაწილებელ ქსელს,  მოეწყო ახალი მაგისტრალური ქსელი, აშენდა ორი ახალი 1000მ3-იანი ტევადობის სამარაგო რეზერვუარი და თანამედროვე ტიპის საქლორატორო.  




სიახლეები