უწყვეტი სასმელი წყალი 28 ქალაქს


2014-06-13

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე-მანუელ ბაროზომ ხელი მოაწერეს დაფინანსების ხელშეკრულებას, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი ხელს შეუწყობს საქართველოს წყლის ხარისხის გაუმჯობესებაში და თითქმის 200 000 ადამიანისთვის წყლის უწყვეტ მიწოდებაში.

პროექტები „წყლის მოდერნიზაცია II” გაგრძელდება ხუთი წლის განმავლობაში. ამ პროექტების ფარგლებში მიღწეული იქნება ისეთი საკვანძო ამოცანები, როგორიცაა არსებული წყალმომარაგების ქსელის განახლება, ქსელში ახალი მომხმარებლების ჩართვა, მომსახურეობის უფრო მაღალი დონის დანერგვა, წყლის დანაკარგების შემცირება, რაც გააუმჯობესებს წყალმომარაგებას.

დღეს ასევე ხელი მოეწერა ევროპის საინვესტიციო ბანკის მეორე სესხის წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II საპროექტო ხელშეკრულებას. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სომხიშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა.

აღნიშნული პროექტი მოიცავს 28 ქალაქს: სენაკი, ბოლნისი, ოზურგეთი, თერჯოლა, ბაღდათი, წნორი, დუშეთი, ხობი, ასპიძა, ახალციხე, წაღვერი, აბაშა, ონი, გურჯაანი, ზესტაფონი, ჭიათურა, თელავი, ქარელი, ახმეტა, ლაგოდეხი, საგარეჯო, თეთრიწყარო, ტყიბული, სიღნაღი, ყვარელი, ხაშური, წალკა, ლიკანი.

პროექტის საერთო ღირებულების 80 მილიონი ევროდან ევროკავშირი უზრუნველყოფს გრანტს, საერთო ღირებულებით 8 მილიონი ევრო, ევროპის საინვესტიციო ბანკი - 40 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო აზიის განვითარების ბანკის სესხი 32 მილიონ ევროს შეადგენს.




სიახლეები