ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება


2019-06-12

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპანია შპს „ალგეთი“-ს დირექტორმა, შალვა შალვაშვილმა.

ვალეს წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, ქალაქს წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის არსებულ ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 988 585 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2020 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი, რის შემდეგაც 3 700-მდე ადგილობრივს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.




სიახლეები