წნორში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყობა


2014-06-11

8 მილიონ ლარამდე დაიხარჯება ქალაქ წნორის სრულიად ახალი წყალმომარაგების სისტემის მოწყობაში. ამის შესახებ წნორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს.

პროექტის ვადა 22 თვეა და ის  ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებითხორციელდება.ქალაქ წნორის მოსახლეობა, რომლის რაოდენობა 6 400 ადამიანია, დღეისათვის მხოლოდ საერთო მოხმარების საუბნო ონკანებით სარგებლობს, წნორს წყალმომარაგების სისტემა არ გააჩნია, პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. წყალმომარაგების კომპანია მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 28 ქალაქში გეგმავს, პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით  100 მილიონი ლარია.  




სიახლეები