წყალმომარაგების კომპანია საფარის სამონასტრო კომპლექსი წყალმომარაგებით უზრუნველყო


2014-06-02

დღეიდან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის საფარის სამონესტრო კომპლექსი  სასმელ წყალს შეუფერხებლად მიიღებს.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის საფარის სამონასტრო კომპლექსი  მარაგდებოდა  წყაროს წყლებით, რის გამოც მოქმედი სემინარიის  სტუდენტებსა  და მონასტრის ძმობის პერსონალს სასმელი წყალი ვერ მიეწოდებოდა.

მონასტრის წყალმომარაგების გადაჭრის კუთხით „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ განხორციელა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მონასტრის წყალმომარაგებას იძულების წესით. მდ. ურაველასთან ახალციხის მაგისტრალური მილმდენი დ-400მმ მილიდან წყლის აღებით. რომელიც დაშორებულია 1397 მეტრით  და გეომეტრიული სიმაღლე შეადგენს 340 მეტრს.

ამისათვის აშენდა სატუმბი სადგური სპეც. ტუმბოთი საიდანაც მოეწყო დ-50მმ  ლითონის მილმდენი სიგრძით 1397 მეტრი ურთულეს რელიეფზე და გეომეტრიული სიმაღლე შეადგენს 340 მეტრს. რადგან რელიეფი მკვეთრად გადაკვეთილია, გვხვდება ხევები, ტყიანი ადგილები, ლოდები და კლდოვანი შვერილები, დამწნეხი მილი   მოეწყო კლდეებზე შეკიდებით და მილის ბოძკინტებზე მონტაჟით.  პროექტი განხორციელდა კომპანიის სახსრებით, რომელიც შეადგენს 97 131 ლარს.




სიახლეები