
აზიის განვითარების ბანკის ვიზიტი
2014-05-16
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აზიის განვითარების ბანკის მისია იმყოფება. მისიის წევრები - სანჯეი ჯოში და მიშელ ტანი 15 მაისს კომპანიის დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს შეხვდნენ და ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. 16-19 მაისს ბანკის წარმომადგენლები კომპანიის თანამშრომლებთან და კონტრაქტორებთან ერთად ქუთაისში, ანაკლიაში, ფოთსა და მესტიაში ადგილზე გაეცნობიან სამუშაოების მიმდინარეობას.