გაუმჯობესებული წყალმომარაგება ქუსთაისში


2014-05-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა ქუთაისში,  წყალშემკრები ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერეს.

ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის მიხედვით, ქუთაისში განხორციელდება 26 422 935 ლარის ღირებულების სამუშაოები, რის შედეგადაც 14 000 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, ხოლო 36 000 ოჯახს - გაუმჯობესებული წყალმომარაგება.

პროექტის ფარგლებში მოხდება:

• ორი სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია 465მ³ - ვაჟა-ფშაველასა (348მ³) და კლდიაშვილზე (117მ³);

• 4 ახალი რეზერვუარის მშენებლობა დაახლოებით 15,000მ³ სიმძლავრის ვაჟა-ფშაველაზე (2X3,500მ³), 183000, თეთრამიწაზე (2ხ2,000მ³) და ტელე ანძაზე (1ხ1,000მ³);

• გადამცემი მაგისტრალური მილსადენის და სადისტრიბუციო ქსელის მშენებლობა 52 კმ.

• დაახლოებით 40,000 ცალი მრიცხველის, მილის, ფიტინგის და ა.შ. მონტაჟი საცხოვრებელ კორპუსებში წყლის მოხმარების აღრიცხვის მიზნით.

 ქუთაისის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტი 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 მთავრობის ძალისხმევით ქუთაისის უმთავრესი პრობლემა - წყალმომარაგების საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, წყალშემკრები ნაგებობის მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა.




სიახლეები