ქვემო ქართლის რეგიონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
2014-04-16
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი კობერიძემ და კომერციულმა დირექტორმა დავით შუხოშვილმა ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ახალი მენეჯერი წარადგინეს. რეგიონს დღეიდან ბაჩო გვიანიშვილი უხელმძღვანელებს.
ქვემო ქართლის რეგიონი მთლიანობაში 5 სერვის ცენტრს აერთიანებს, რომელიც 25 796 საყოფაცხოვრებო აბონენტს და 1000 იურიდიულ პირს ემსახურება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ ბოლნისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას გეგმავს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციელდება.