კომპანიის თანამშრომლებმა საქველმოქმედო მარათონში მიიღეს მონაწილეობა


2019-05-06

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, თანამშრომლებთან ერთად მსოფლიო სპორტულ საქველმოქმედო მარათონში- Wings for Life World Run 2019 მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიო რბენაში კომპანიის 70-მდე თანამშრომელი ჩაერთო. მონაწილეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი პროექტების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი დარსაძემ აჩვენა, რომელმაც 15.12 კმ გაირბინა. ასევე, მაღალი შედეგები დააფიქსირეს - გურამ სადუნაშვილმა (13.20კმ), ბექა ნარიმანიძემ (9,32კმ), ზურაბ ანდღულაძემ (8,59კმ) და ნუკრი თაკიძემ (8,97კმ). მონაწილე ქალებიდან ყველაზე მაღალი შედეგები დარეჯან ბასილიამ (6,48 კმ) ლალი ნოდიამ ( 6,16 კმ) და ქეთი ჭუმბურიძემ (5.01 კმ) აჩვენეს.

მასშტაბური სპორტული ღონისძიება კახეთში მეექვსედ ჩატარდა და მასში 7000 ქართველი მორბენალი მონაწილეობდა.

მარათონის მიზანი ზურგის ტვინის დაავადების მქონე ადამიანთა დახმარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.   შემოსული თანხის 100% ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდში ირიცხება.

საქველმოქმედო გარბენი, მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად 6 კონტინენტზე და 25 ქვეყანაში გაიმართა.




სიახლეები