პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან მემორანდუმი გაფორმდა


2014-03-27

დღეს, 27 მარტს, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომანიასა“ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფრომდა. მემორანდუმს ხელი მოაწერა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომანიის“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი კობერიძემ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს  უფროსის მოადგილემ თეიმურაზ მაღრაძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, მხარეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების კუთხით. კერძოდ, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექცია უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირებას კომპანიის სერვისცენტრებში არსებული ვაკანსიების შესახებ, სადაც ინდივიდუალური საჭიროებებისა და უნარ–ჩვევების მიხედვით გამოვლენილი პრობაციონერები დასაქმდებიან.


 

 

 

 




სიახლეები