წყლის საერთაშორისო დღე ქუთაისში


2014-03-22

 გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის საერთაშორისო დღე ქუთაისშიც აღნიშნა. №1 საჯარო სკოლაში გართიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატვით, წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონსძიება ,,წყალი სიცოცხლეა“ გაიმართა.ღონისძიებას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია დაესწრო.
ღონისძებაში მონაწილეობა მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეეებმა მიიღეეს, მათ შექმნეს ნამუშევრები თემაზე„გაუფრთხილდი წყალს, წყალი სიცოცხლეა“. მოსწავლეები წყალმომარაგების კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა კახა სოლოღაშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ სპეციალური სერთიფიკატებით დაჯილდოვეს. 
ღონისძიების ფარგლებში #1 საჯარო სკოლაში გაიხსნა წყლის საინფორმაციო კუთხე. რომელიც აღჭურვილია საინფორმაციო მასალებით წყლის გონივრული მოხმრაების შესახებ.
წყალმომარაგების კომპანიამ საინფორმაციო ბუკლეტები სასმელი წყლის გონივრული მოხმარების შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგა.




სიახლეები