კომპანია ქუთაისში ,,გვირილობის" დღესასწაულზე მონაწილეობს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა ქუთაისში ,,გვირილობის" დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ კომპანიის აქტივობებს დაესწრო. ამ დღესთან დაკავშირებით ცენტრალურ სკვერში სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც განთავსდა წყლის ხარისხის კვლევის მობილური ლაბორატორია, შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის. ასევე, ქუთაისში დასრულებული და მიმდინარე წყალმომარაგების პროექტების ფოტო-გამოფენა და დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.
ქუთაისში ამჟამად წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (მეორე ფაზა) სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც 100 000-მდე ადგილობრივს 24საათიანი წყალმომარაგება ექნება.
წყალმომარაგების მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივებმა კომპანიის ხელმძღვანელისგან და ქუთაისის სერვის- ცენტრის დირექტორისგან ბექა ბარბაქაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათ მოქალაქეების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
კომპანიის საინფორმაციო კუთხესთან შეკრებილებს შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ წყლის ხარისხის კონტორლის პროცესს, წყლის სინჯების კვლევა როგორც ქიმიურ, ასევე მიკრობილოგიურ მაჩვენებლებზე მათი თანდასწრებით მიმდინარეობდა.
ქუთაისში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტული პროქტის განხორციელება. აშენდება წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობა და მოეწყობა კანალიზაციის ცენტრალიზებული სისტემა.