სტრატეგიული დაგეგმარების სემინარი


2014-02-27

2014 წლის 8-9 მარტს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გუნდი მონაწილეობას იღებდა გერმანული კომპანია Sachsen Wasser-ის მიერ ჩატარებულ ორდღიან სემინარში: „სტრატეგიული დაგეგმარება“.

სემინარი ჩატარდა კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ და მიზნად ისახავდა წყალმომარაგების კომპანიის ხედვის, მისიის, სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების დახვეწას, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად. წყალმომარაგების კომპანიიდან სემინარს ესწრებოდნენ მაღალი და საშუალო მენეჯმენტის წარმომადგენლები. სემინარი ინტერაქტიული იყო და მოითხოვდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული დაგეგმარების სემინარი ჩატარდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და გერმანულ კომპანია Sachsen Wasser-ს შორის 2013 წელს დაწყებული სამწლიანი პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ და ითვალისწინებს წყალმომარაგების კომპანიის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას.




სიახლეები