კომპანიის სახელობის სტიპენდიის კონკურსი


2014-03-06

 გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის „წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის თემები და პროცედურები სტუდენტებს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“  წარმომადგენლებმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გააცნეს.

 „საქრთველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“  წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით   საქართველოს ტექიკურ უნივერსტეტში  დაარსა კომპანიის სახელობის სტიპენდია.  სტიპენდიის კონკურსი ტრადიციულ სახეს იღებს და ის  უკვე მესამეჯერ ტარდება. 
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ „წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“კონკურსში. ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ სტუდენტს კომპანია დაუფარავს სწავლის გადასახადს.  გარდა ფულადი პრემიისა სტუდენტებს საშუალება ექნებათ პრაქტიკული ცოდნა მიიღონ  „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტრენინგ ცეტრში, რომელიც აღჭირვილია ყველა სახის საინჟინრო საქმიანობის შესასწავლად.
კონკურსის მოკლე აღწერა
სამშენებლო ფაკულტეტის წყლის რესურსების  გამოყენების, დაცვის და წყალმომარაგების მიმართულების სტუდენტები, რომლებსაც თეორიული კურსი გავლილი აქვთ შეისწავლიან „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დასამუშავებელ წყალსადენის სისტემებს დასახლებულ ადგილებში (დაბა, ქალაქი, სოფელი) და ერთი თვის ვადაში დაამუშავაბენ სქემის დონეზე მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხებს. გამარჯვებულს გამოავლენს დარგის სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული ჟიური. 22 მარტს გაიმართება კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოვების ღონისძიება.
საკონკურსო თემები:
 
1. ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგებისათვის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია;
 
2. ქალაქ თელავის წყალმომარაგების წყლით უზრუნველყოფისთვის მიწისქვეშა წყლების გამოყენება ჯვარი პატიოსანის ხევიდან;
3. კარსტული წყლების ღროულის გამოყენება მარტვილის რაიონის სოფლების წყალმომარაგებისათვის.
 

ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 მარტი 2014 წელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: info@water.gov.ge

 




სიახლეები