საქართველოს რეგიონებს 15 ახალი სპეც მანქანა მოემსახურება
2014-02-27
საქართველოს რეგიონებს 15 ახალი სერვის მანქანა მოემსახურება. მანქანები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონალურ სერვის ცენტრებში ქ. გორიდან გადანაწილდება. ახალი მანქანები რეგიონებში წყალარინების სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესებას და დაზიანების დროულად შეკეთებას უზრუნველყოფს. ასევე, შესაძლებელი გახდება პრობლემურ ქსელებზე გეგმიური პროფილაკტიკური სამუშაოების წარმოება, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქსელების საექსპლუატაციო პარამეტრებს და შეამცირებს დაზიანებების რაოდენობას.