ფოტოკონკურსი „წყალი სიცოცხლეა“


2014-02-28

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“,  აცხადებს ფოტო კონკურსს „წყალი სიცოცხლეა“. გამარჯვებულები გამოვლინდება კომპეტენტური ჟიურის და სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით.

 22 მარტს წყლის საერთაშორისო დღეს  15 საუკეთესო ფოტოს გამოფენა მოეწყობა.

 

კონკურსის წესები:

Ø  ფოტო უნდა პასუხობდეს ზემოაღნიშნულ თემატიკას

Ø  ფოტო არ უნდა იყოს მოძიებული ინტერნეტში

Ø  გამარჯვებული გამოვლინდება კომპეტენტური ჟიურის და სოციალური ქსელის მეშვეობით

Ø  გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტო ელექტრონულ მისამართზე info@water.gov.ge  (აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია)

Ø  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს გარდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებისა

 

საკონკურსო ვადები:

ფოტოები  info@water.gov.ge   უნდა გამოაგზავნოთ  2014 წლის 19 მარტამდე.

საკონკურსო ფოტოს ტექნიკური პარამეტრები:

ფოტოები უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის არანაკლებ 2000px

 

კონკურსის დასრულების შემდეგ კომპანია იტოვებს უფლებას გამოიყენოს ფოტოები.

ჯილდოები:

I ადგილი - ფულადი პრემია 800 ლარი

II ადგილი - ფულადი პრემია 500 ლარი

Facebook-ის გამარჯვებულს  გადაეცემა ფულადი პრემია 500 ლარი

 

 

 

 




სიახლეები