კომპანიის ხელმძღვანელობა ინვესტორებთან შეხვედრებს განაგრძობს


2014-02-27

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძვანელობამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად  ამერიკის შეერთებულ შტატებში მეშვიდე გლობალურ ინფრასტრუქტურულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სახელით ფორუმის მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგა დირექტორის მრჩეველი გიორგი ჭოლაძე. მოხსენება  საქართველოში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას ეხებოდა. აღნიშნული მოხსენების მოდერატორი იყო მილენიუმ ჩელენჯის ვიცე პრეზიდენტი ჯონატან ნეში. მოხსენება დასრულდა კითხვა/პასუხით მომხსენებლსა და დამსწრე საოგადოებას შორის. ფორუმის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ  პროექტებზე.

ვიზიტის ფარგლებში 27-28 თებერვალს დაგეგმილია „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის, არჩილ ცაბუტაშვილის შეხვედრები ბრაზილიისა და აფრიკის განვითარების ბანკების ხელმძღვანელ პირებთან, ასევე სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან საქართველოში წყალმომარაგების სფეროში, დამატებითი რესურსის მოზიდვის მიზნით.




სიახლეები