წყალმომზადების სისტემების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
„წყალმომზადების სისტემები - EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა"- აღნიშნულ საკითხებს მიეძღვნა ,,ექსპო ჯორჯია’-ში გამართული პირველი საერთაშორისო კონფერენცია.
ღონისძიება საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშიმ გახსნა.
კონფერენციას, 24 -ე საერთაშორისო სამშენებლო გამოფენის ‘’CAUCASUS BUILD’’ ფარგლებში, კომპანია ,,აკვალაინი“ უწევდა ორგანიზებას
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ურუშაძემ კომპანიის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ისაუბრა კომპანიის ოპერირების არეალში წყალმომარაგების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორულ თანამშორმლობასა და ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო გარემოზე.
შეხვედრაზე დარგის ექსპერტებმა, კონფერენციის ორგანიზატორებმა, უცხოელ პარტნიორებთან და წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში არსებულ სიახლეებსა და წყალმომზადების პროცესის სწორად წარმართვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.