გეგმიური სამუშაოების გამო ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
ქ. ქუთაისში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების (ზ.გამსახურდიასა და დ.აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე დ-600 მმ ამორტიზებული ქსელის გაუქმება) გამო, 4 და 5 აპრილს ქალაქ ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს SMS შეტყობინებები გაეგზავნათ.
ქ.ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვის გრაფიკები:
გუგუნავას ქუჩა N 5-7-9-11-13-15 - 04.04.2019 - 07:00 საათიდან - 05.04.2019 - 07.00 საათამდე;
გველესიანი, ბოჭორიშვილი, ბესიკი, ზ.გამსახურდია, დავით აღმაშენებელი, ი.ჭავჭავაძე, დია ჩიანელი, მელიქიშვილი, თავისუფლება, ფხაკაძე, შარტავა, შმიდტი, სოხუმი, ჭუმბურიძე, გამარჯვება, იმედაძე, კაკაბაძე, საიათნოვა, ნუცუბიძე, შავგულიძე, ვეტერანები, ჩხეიძე, გიორგი ბრწყინვალე, ინგოროყვა, რობაქიძე, ზესტაფონი, ლადო ასათიანი, მგალობლიშვილი, დავითაშვილი, სინაური, გვანცელაძე, ნინოშვილი, ფარნავაზ მეფე, მესხიშვილი, ჯანელიძე, ჩეხოვი, ნაფეტვარიძე, ქანთარია, ზ.ანჯაფარიძე, ამაშუკელი, ფიროსმანი, ერისთავი, მჭედლიძე, ნამგალაძე, მარჯანიშვილი, ს.მესხი, რუსთაველი - 04.04.2019 - 09:00 საათიდან - 04.04.2019 - 17:00 საათამდე.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.