გეგმიური სამუშაოების გამო ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება
2019-03-27
ქ. ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების (საცხოვრებელი კორპუსების ახალ ქსელზე გადაერთება) გამო, 28 მარტს, 08.00 საათიდან - 18.00 საათამდე, ქალაქ ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს SMS შეტყობინებები 27 მარტს გაეგზავნათ.
ქ.ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვის გრაფიკები: ავტომშენებლის ქუჩა - N40;44;46ბ;48;52;56;58;60;62;64;66;70;72;74;80;84;88; ხარებავას ქუჩა; ირ.აბაშიძის ქუჩა N13;15;17;17ა;17ბ;17გ;19;21;23;25;27;29;31; 9 აპრილის ქუჩა N8;10.
სამუშაოების დასრულებისთანავე წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო .