ADB-ის აღმასრულებელი დირექტორი გუდაურში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო


2019-03-27

აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელი დირექტორი ტონი მაგდონალდსი გუდაურში იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ADB-ის დირექტორს გუდაურში წყალმომარაგების სფეროში არსებული ვითარება გააცნო და წყალმომარაგების სისტემის პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერებინა.

აზიის განვითარების ბანკი, ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საკურორტო ზონაში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანასებს. 2019 წელს ბანკის მხარდაჭერით წყალმომარაგების მეორე ეტაპის, წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა დაიწყება.

პროექტის დასრულების შემდეგ, გუდაურს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურა ექნება. ხოლო, ახალი გამწმენდი ნაგებობები ტურისტულ ზონაში ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.  




სიახლეები