აქცია „გაიღე სისხლი-გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“
აქციას „გაიღე სისხლი-გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ შეუერთდა .
აქციაში ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც ჩაერთო. დღეს კომპანიაში ხელი მოეწერა მემორანდუმს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ „სისხლის ბანკთან“ თანამშრომლობის შესახებ, მემორანდუმთან შეერთების შემდეგ წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს, სისხლის უანგარო დონაცია კომპანიაში მომავალშიც გაგრძელდება.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 50 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი გრძელდება 9 თვემდე. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ, საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.