დღეს წყალმომარაგების კომპანია მსოფლიო წყლის დღეს აღნიშნავს


2019-03-22

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო წყლის დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გუდაურში აღნიშნავს. ღონისძიების ფარგლებში 12:00-დან 16:00-მდე გუდაურში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. ტურისტებსა და სტუმრებს კომპანია სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ანიმატორები ცხელი გლინტვეინით გაუმასპინძლდებიან და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ. ღონისძიებას მუსიკალურად დიჯეი გააფორმებს.

ღონისძიებას, კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად დაესწრება. ღონისძიებაზე მიწვეულია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე.

დარიგდება საინფორმაციო ფლაერები მნიშვნელოვანი ფაქტები წყალზე და ინფორმაცია გუდაურში დაგეგმილი პროექტების შესახებ.

კომპანია გუდაურში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას გეგმავს. აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 2019 წელს გუდაურის წყლის, კანალიზაციისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაიწყება.




სიახლეები