შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკთან
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შორის.
აღმოსავლეთ სამეზობლოს და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფილიპ სჟიმჩიაკმა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გენერალურ დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს ევროპის საინვესტიციო ბანკის უფროსი საკრედიტო ოფიცერი საქართველოში ჯორჯია კოუციანა წარუდგინა, რომელიც წყალმომარაგების სფეროში პროექტების დაფინანსებას გაუწევს კოორდინაციას.
წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებმა ბანკის წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბანკთან შემდგომი თანამშრომლობის, მათ შორის, წყალმომარაგების სფეროში პროექტების დაფინანსების გეგმები.