
კომპანიის ხელმძღვანელობის ვიზიტი პრაღაში
2014-02-03
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელები“ ვიზიტით პრაღაში იმყოფებოდნენ, სადაც წყალმომარაგების და წყალანირების სფეროში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფრანგული კომპანიის “Veolia”-ს დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილსა და „Veolia“ -ს გენერალურ მენეჯერს პიტერ მარკოსს შორის პირისპირ შეხვედრა შედგა. ფრანგმა კოლეგებმა ქართველებს მართვის და მენეჯმენტის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ასევე „საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა“ ადგილზე დაათვალიერეს წყალანირების გამწმენდი ნაგებობის მუშაობის პროცესი.