მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა


2019-03-19

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას იწყებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

ამ დროისთვის, მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარეობს, პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით აქვთ. სამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის ივლისში არის დაგეგმილი, პროექტი 2021 წლის იანვარში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს. აღნიშნული შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. პროექტის მიხედვით, ნაგებობა უნდა შედგებოდეს სატუმბო სადგურებისაგან, ფილტრებისაგან, აერაციისა და დალექვის ავზებისაგან, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობებისაგან.

მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ, სტაბილური , ხარისხიანი წყალმომარაგებითა და წყლარინების გამართული ინფრასტრუქტურით 35 000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.




სიახლეები