წელს ჯვარის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება


2019-03-16

ჯვარის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტით გათვალისწინებული მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, მოადგილესთან ზაზა სიხარულიძესთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქ.ჯვარის მაცხოვრებლებს გააცნო.

კომპანიის მენეჯმენტმა მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის წინადადებები მოისმინა და მათ კითხვებს დეტალურად უპასუხა. კომპანიის ინიციატივით ადგილობრივებით დაკომლექტებული საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება. კომპანია განიხილავს მათ წინადადებებს, ასვე მიაწვდის პროექტის ყველა ეტაპისა და სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციას, რათა მოსახლეობის ინტერესები იქნას გათვალისწინებული და ჯვარის მაცხოვრებლები სტანდარტული, ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილნი.  

მიმდინარე სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 19 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. პროექტის ფარგლებში ეწყობა ჭაბურღილები, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი, აშენდება სატუმბი სადგური და რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარებს.

ამ დროისთვის, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. დღეის მდგომარეობით, ადგილობრივები სასმელი წყლით სოფელ ჭალეში განთვსებული სატუმბი სადგურიდან მარაგდებიან, რომელიც არსებული წყალარინების სისტემიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულება, რის შემდეგაც ჯვარის მოსახლეობას წყალმომარაეგბის პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდება.

 

 

 

 

 

 

 

 




სიახლეები