ხელმოწერა აზიის განვითარების ბანკთან
2013-12-20
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მესამე ტრანში 98 მილიონი ა.შ.შ. დოლარი დაამტკიცა. ამასთან დაკავშრებით დღეს ფინანსთა სამინისტროში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მესამე ტრანშის საპროექტო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა მოაწერეს.