დმანისის მუნიციპალიტეტის 19 სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოები დაიწყება


2019-02-22

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მაშტაბით წყლისა ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, კომპანია დმანისის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წყალმომარაგების მიწოდება ათეული წლების პრობლემას წარმოადგენს,   ახალი სისტემების მოწყობას გეგმავს.

ამ დროისთვის, საპროექტო მომსახურებაზე გამოცხადებულია ტენდერი. გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია საპროექტო სამუშაოებს მიმდინარე წლის მარტში დაიწყებს.

დღეის მდგომარეობით, დმანისში არსებული ოთხივე რეზერვუარი ამორტიზებულია, ერთ-ერთი რეზერვუარი 1960-იან წლებშია აგებული. მოძველებილი მილების ხშირი დაზიანებების გამო, სასმელი წყლის დანაკარგი დიდია, რაც მოსახლეობას შეზღუდული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

პროექტით გათვალისიწნებულია წყალმომარაგების ქსელების, ახალი რეზერვუარის და სათავე ნაგებობის მშენებლობა. მოეწყობა მაგისტრალური მილები და სატუმბი სადგური, გარდა ამისა, მოხდება კორპუსების შიდა ქსელების მოწყობა და აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.




სიახლეები