შეხვედრა ქუთაისის მერიაში


2013-12-06

დღეს, ქუთაისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე,  მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია , მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქუთაისის წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებასა და ნაგავსაყრელის საკითხზე ისაუბრეს.

ქუთაისში სასმელი წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად  30  მილიონამდე ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტი აზიის ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ესპანური კომპანია "კობრა" ახორციელებს,  პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.პროექტი 2016 წელს დასრულდება. 

პროექტის მიხედვით, ქუთაისში დაგეგმილი სამუშაოების შედეგად, 14 000 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, ხოლო 36 000 ოჯახს - გაუმჯობესებული წყალმომარაგება.

პროექტის ფარგლებში მოხდება:

• ორი სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია 465მ³ - ვაჟა-ფშაველასა (348მ³) და კლდიაშვილზე (117მ³) ;

• 4 ახალი რეზერვუარის მშენებლობა დაახლოებით 15,000მ³ სიმძლავრის ვაჟა-ფშაველაზე (2X3,500მ³), 183000, თეთრამიწაზე (2ხ2,000მ³) და ტელე ანძაზე (1ხ1,000მ³);

• გადამცემი მაგისტრალური მილსადენის და სადისტრიბუციო ქსელის მშენებლობა 52 კმ.

• დაახლოებით 40,000 ცალი მრიცხველის, მილის, ფიტინგის და ა.შ. მონტაჟი საცხოვრებელ კორპუსებში წყლის მოხმარების აღრიცხვის მიზნით.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის არჩილ ცაბუტაშვილის განცხადებით  „კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქ. ქუთაისში სასმელი წყლის პრობლემა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას“.

 

 




სიახლეები