წყალმომარაგების კოპანიაში ავსტრიელი კონსულტანტები ტრენინგებს ატარებენ


2013-11-28

მიმდინარე წლის 25-28 ნოემბერს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სათავო ოფისში გაიმართა კომპანიის საპროექტო დეპარტამენტისა და ავსტრიული საინჟინრო- საკონსულტაციო კომპანია ILF-ის ერთობლივი სამუშაო ტრეინინგი. აღნიშნული ტრეინინგის მიზანს წარმოადგენს კომპანიის მიერ დაგეგმილი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად განხორციელება. ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდება (დასრულდება მომავალი წლის იანვარში) ვრცელი საერთო ტექნიკური განმარტებების კრებული, რომელიც პუნქტობრივად განსაზღვრავს პროექტირებისა და მშენებლობის ეტაპებს, წამყვანი, ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. ზემოხსენებული განმარტებები, როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსეპქტივაში უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე კომპანიის მიერ განხორციელებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოების მაღალხარისხოვან განხორციელებას.

 




სიახლეები