მოწვევა ტენდერში მონაწილეობის შესახებ სათავო ოფისის მშენებლობის თაობაზე


2013-11-04

თარიღი: 4 ნოემბერი,  2013

სესხის ნომერი და დასახელება:  2479; პროექტი – გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1 
კონტრაქტის ნომერი და დასახელება: UWSCG/CW/ICB/Office-01, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისის შენობის მშენებლობა
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა:
16 დეკემბერი 2013, 14:00სთ.
 
1. საქართველომ  მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამის (I ტრანში) ღირებულების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება  ზემოხსენებული კონტრაქტის დასაფინანსებლად. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის უფლებამოსილი წარმომავლობის ქვეყნებიდან. 
 
2. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს დალუქული სატენდერო წინადადების მიღებას უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან  10-სართულიანი ახალი შენობის მშენებლობაზე, რომლის ფართობი შეადგენს დაახლოებით 5,000 მ2. ობიექტი მდებარეობს ქ. თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზის მონაკვეთზე. ძირითადი სამუშაოები მოიცავს შემდეგს: სამშენებლო ტერიტორიის ექსკავაცია, მრავალსართულიანი რკინა-ბეტონის კარკასული შენობის მშენებლობა, რომელიც მოპირკეთებული იქნება ალუმინის კომპოზიციური პანელებით; შიდა ტიხრების, კარებების, ფანჯრების, იატაკების და კედლების მონტაჟი-მოწყობა; ლიფტის, ელექტრო გაყვანილობის, კომუნიკაციების, გათბობა-კონდიცირების სისტემის, ცხელი და ცივი წყლის მილების და სანიტარული კვანძების მოწყობა; პარკირება და ტერიტორიის კეთილმოწყობა; საძირკველის მშენებლობა რკინა-ბეტონის ხიმინიჯებზე და მონოლითურ ფილებზე. სამუშაოების ხანგრძლივობა შეადგენს 540 დღეს. 
 
3. უფლებამოსილი პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, მათ შორის: 
 
• პრეტენდენტის საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში უნდა იყოს მინიმუმ 6,700,000.00 აშშ. დოლარი;
• პრეტენდენტს, ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ 2 (ორი) წარმატებულად  ან არსებითად დასრულებულ მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელებაში, სადაც პრეტენდენტის წილი აღემატება 4,000,000.00 აშშ. დოლარს. მსგავსი სამუშაოების შედარება მოხდება სატენდერო დოკუმენტის მე-6 ნაწილში აღწერილი შენობის ზომებთან (მსგავს ზომად ჩაითვლება მინიმუმ 8-სართულიანი შენობა, რომლის სიმაღლე შეადგენს მინიმუმ 35 მეტრს და ექნება მინიმუმ 4,000 მ2 ფართობი), სირთულესთან, მეთოდოლოგიასთან, ტექნოლოგიებსა და/ან სხვა მახასიათებლებთან.
 
4. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტაციის შესამოწმებლად, პრეტენდენტები უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას შემდეგ მისამართზე:
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
ვაჟა-ფშაველას გამზ. 76 ბ, თბილისი, 0186, საქართველო
ტელეფონი: (995 32) 91 90 60
ელექტრონული ფოსტის მისამართი: m.shalamberidze@water.gov.ge, I.mazanashvili@water.gov.ge
 
5. სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე შესაძენად, უფლებამოსილმა პრეტენდენტებმა  უნდა უზრუნველყონ:
• ზემოაღნიშნულ მისამართზე UWSCG/CW/ICB/Office-01, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისის შენობის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნა; 
• 500 ლარის ან 300 აშშ. დოლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა აღნიშნული დოკუმენტაციის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მისაღებად ან 700 ლარის ან 425 აშშ. დოლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა დოკუმენტაციის მისაღებად კურიერის მეშვეობით.
 
ელექტრონული გადარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
სს ლიბერთი ბანკი, ცენტრალური ფილიალი 
SWIFT CODE: LBRTGE22
GE67LB0113123325230095 G
ანგარიშის ნომერი: GE67LB0113123325230095 (ლარის ანგარიში)
GE40LB0113123325230096 (აშშ.დოლარის ანგარიში)
 
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის წერილის და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. ალტერნატივის სახით, წერილობითი მოთხოვნის წარდგენისა და გადასახადის უზრუნველყოფის შემდეგ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურიერის მეშვეობით გაუგზავნის სატენდერო დოკუმენტაცია დაინტერესებულ პრეტენდენტებს. სატენდერო დოკუმენტაციები გაცემული იქნება ნაბეჭდი სახით (ელექტრონული ვერსიაც იქნება გაცემული, თუმცა, შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაბეჭდ ვერსიას). 
 
6. წარმოადგინეთ თქვენი წინადადება:
• ზემოთ (მე-4 პარაგრაფში) მითითებულ მისამართზე;
• 2013 წლის 16 დეკემბერს, 14:00 საათზე (ადგილობრივი დროით) ან უფრო ადრე; 
• სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან ერთად, სატენდერო დოკუმენტში მითითებულ ოდენობაზე. 
 
სატენდერო წინადადებები გაიხსნება უშუალოდ მათი მიღების ბოლო ვადის დასრულებისას პრეტენდენტების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას. 
 




სიახლეები