შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონში
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი კობერიძემ შიდა ქართლის რეგიონის 3 ქალაქში ხაშურში, ქარელსა და დუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
კომპანიის კომერციულმა დირექტორმა მოსახლეობას ის პროექტები გააცნო რომელსაც კომპანია როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ასევე საკუთარი სახსრებით განახორციელებს. პროექტების ფარგლებში დუშეთში, ქარელსა და ხაშურში შემდეგი სამუშაოები განხორციელდება:
- ამორტიზებული სადაწნეო მილსადენების რეაბილიტაცია
- რეზერვუარების რეაბილიტაცია
- საქალაქო გამანაწილებელი ქსელის ამორტიზებული მილსადენების რეაბილიტაცია
- რეზერვუარებზე სანიტარული ზონის, საყარაულო ჯიხურებისა და საქლორატოროების მოწყობა
სამუშაოების განხორციელების შედეგად დუშეთის, ქარელისა და ხაშურის მოსახლეობას სასმელი წყლის გრაფიკი საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ.
შეხვედრები აგრეთვე გაიმართა დუშეთის, ქარელისა და ხაშურის გამგებლებთან სადაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ისეთი პრობლემური საკითხები განიხილეს როგორიც არის სასმელი წყლის გრაფიკების გაუმჯობესება და მოსახლეობის გამრიცხველიანება.კომერციულ დირექტორთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონის მენეჯერი ალექსანდრე ტაბატაძე და აგრეთვე საპროექტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად მანდარია.