რისკების პრევენციის მიზნით, კასპის წყლის რეზერვუარი დროებით დაიცალა


2019-02-02

გუშინ გვიან ღამით, კასპში, მიწის მასის ჩამოშლით გამოწვეული რისკების თავიდან აცილების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული რეზერვუარი წყლისგან დაცალა.

ახლომდებარე სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა კომპანიის საავარიო ჯგუფი, მობილიზებული იყვნენ შესაბამისი უწყებები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და კომპანიის საავარიო ჯგუფი კოორდინირებულად ახორციელებდნენ პრევენციის სამუშაოებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა.

მომხდარის გამო წყალმომარაგება მოსახლეობის ნაწილს შეეზღუდება. კომპანია ადგილობივებს წყალს  წყალმზიდების საშუალებით  დილიდან აწვდის.

მიწის ჩამოშლის მიზეზებს გეოლოგები და დარგის ექსპერტები შეისწავლიან.




სიახლეები