შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან


2013-09-20

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის მენეჯმენტმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს (EIB) ბოლო 8 თვის განმავლობაში მიღწეული შედეგები, სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო.

აგრეთვე,  მხარეებმა  საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოში 31 მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს ახროციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 40 მლნ ევრო.  

15 ქალაქში უკვე დასრულებულია სამშენებლო სამშაოები რის შედეგადაც წყალმომარაგება გაუუმჯობესდა შემდეგ ქალაქებს: ქუთაისი, გორი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ვანი, თეთრიწყარო, ფოთი, მარნეული, ცაგერი, ლენტეხი, ბორჯომი.

ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა დარჩენილ 16 ქალაქში.

ასევე წარმატებით დასრულდა საქართველოს მთავრობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებები 28 მუნიციპალიტეტიში წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის დამატებით 40 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ.




სიახლეები